ისტორიის ფალსიფიკაცია პოლიტიკური ავატიურიზმის სამსახურში ანუ თამაში „ამოუცნობი წარსულით" საეჭვო აწმყოსათვის

/შიდა ქართლის ისტორიის რუსულ-ოსური ვარიანტი/

ავტორები

  • ენდრიუ ანდერსენი კალგარის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ისტორიის ფალსიფიკაცია, პოლიტიკური ავანტიურიზმი, ოსეთი, სამხრეთ ოსეთი, საქართველო

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო შეიარაღებული სამხედრო მოქმედების საკითხი ისტორიულ კონტექსტში, კერძოდ იმ პერიოდისა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ედუარდ კოკოითმა `სამხრეთ ოსეთის არმიად" წოდებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და მათი მხარდამჭერი რუსი `მშვიდობის დამცველების" მიერ გაკონტროლებული, საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიის მცირე ნაწილზე თვითგამოცხადებული `სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" მეთაურმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს აღნიშნული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. ამ ინიციატივის დასასაბუთებლად ედუარდ კოკოითიმ დაასახელა საიდუმლო ისტორიული დოკუმენტი 1774 წელს ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ". გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში არაღიარებული  რესპუბლიკის „ლიდერის" ამგვარი განცხადების პასუხად საქართველოს სახელმწიფო მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ვოლსკიმ ყველას შეახსენა, 1774 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არც მითური „ერთიანი ოსეთი" და არც სხვა ოსეთი არ არსებობდა. როგორც ჩანს, ბატონ გიორგი ვოლსკის ამ განცხადებამ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე კოკოითის მომხრეების დიდი მრისხანება გამოიწვია.

წყაროები

Ronald Grigor Suny, The Making of the Georgian Nation (Bloomington, 1994), pp. 179-181.

Andrew Andersen, Georgia and the International Treaties of 1918-1921 (Toronto, 2018), pp. 101-110.

Artush Sanosian, Self-defense in the Counties of Akhaltsikh and Akhalkalak in 1918 (Yerevan, 1992), pp. 4-29.

Giorgi Kvinitadze, My Memoirs from the Years of Independence 1917–1921 (Paris, 1985), p. 39.

William Edward Allen and Paul Muratoff, Caucasian Battlefields: A History of the Wars on the Turco-Caucasian

Border (Nashville, 1999), pp. 463 and 465-466.

გამოქვეყნებული

2025-03-01

როგორ უნდა ციტირება

ანდერსენი ე. (2025). ისტორიის ფალსიფიკაცია პოლიტიკური ავატიურიზმის სამსახურში ანუ თამაში „ამოუცნობი წარსულით" საეჭვო აწმყოსათვის: /შიდა ქართლის ისტორიის რუსულ-ოსური ვარიანტი/. ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, (1). Retrieved from https://adryearbook.tsu.ge/index.php/apk/article/view/8821