Persian Loanwords Borrowed into Georgian Language in Various periods

Authors

  • Pati Antadze-Malashkhia Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Keywords:

Persian Loanwords, Loanwords, Georgian, Persian

Abstract

ნაშრომში განხილულ ნასესხობათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ქართულში ციკლურად, სპარსული ენის ისტორიის ორ სხვადასხვა ეტაპზე შემოსული საშუალო და ახალი სპარსული წარმომავლობის პარალელური ვარიანტები განსხვავდებიან არა მხოლოდ ფონეტიკური ფორმით, არამედ სემანტიკური შინაარსითაც. ამავდროულად მათ შორის სადღეისოდ არსებული სემანტიკური სხვაობა უკავშირდება ეტიმონისგან ერთ-ერთი ან ორივე პარალელური ფორმის მეტ-ნაკლებ შინაარსობლივ დაშორებას იმპლიკაციის, ჰიპო-ჰიპერონიმიზაციის ან სიმილაციის საფუძველზე. საკვლევ მასალაში წარმოდგენილია ეტიმონთა როგორც მონოსემიზაციის, ასევე პოლისემიზაციის მაგალითები. ახალსპარსულ ეტიმონთა ძირითად სიტყვათმნიშვნელობების შინაარსი ემთხვევა დადასტურებულ საშუალო სპარსულ პრაფორმებს. რეკონსტრუირებულ საშუალო სპარსულ ეტიმონთაგან მომდინარე ქართული ვარიანტის სემანტიკური კავშირი ახალ სპარსულ ფორმასთან მუდამ გამჭვირვალეა, რაც ამ უკანასკნელის სემანტიკურ იგივეობას ან სიახლოვეს გვავარაუდებინებს დაუდასტურებელ საშუალო სპარსულ ეტიმონთან და კიდევ ერთხელ მიგვითითებს ახალ სპარსულ ფორმათა და სხვა ენებში შესულ სპარსიზმთა შესწავლის მნიშვნელობაზე საშუალო სპარსულ ეტიმონთა აღსადგენად.

References

მ. ანდრონიკაშვილი 1966 - მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები

ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I, თბილისი, 1966;

მ. ანდრონიკაშვილი 1996 - მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები

ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, II, თბილისი, 1996;

ფ. ანთაძე 2011 - ფ. ანთაძე, ქართულში შემოსული სამი

ორიენტალიზმის შესახებ, `ენათმეცნიერების საკითხები”. 2012;

ნ. ბართაია 2010 - ნ. ბართაია, ქართულში შემოსული სპარსული

ლექსიკა, თბილისი 2010;

საბა 1991-1993 - ორბელიანი სულხან-საბა ლექსიკონი ქართული, I, თბილისი, 1991-1993

giperti 1993 - Gippert J. Iranica. Armeno-Iberica, I-II Wien 1993;

Nyberg 1974 - Nyberg H.S. A Manual of Pahlavi. Glossar, Wiesbaden 1974;

Published

2025-03-01

How to Cite

Antadze-Malashkhia, P. (2025). Persian Loanwords Borrowed into Georgian Language in Various periods . Actual Problems of Kartvelology, (1). Retrieved from https://adryearbook.tsu.ge/index.php/apk/article/view/8822

Similar Articles

1 2 > >> 

You may also start an advanced similarity search for this article.