ISSN: 1987-9199
E-ISSN: 2720-7854
ჟურნალი მიზნად ისახავს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში ყველა დარგობრივი მიმართულებით შედარებითსამართლებრივი კვლევების პუბლიცირების გზით დინამიური და ინტერნაციონალური სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბებას და სამეცნიერო დისკურსის გაფართოებას ტრანსნაციონალურ კონტექსტში.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად ჟურნალის რედაქცია ახორციელებს:
ა) ჟურნალის სამეცნიერო სტატუსის ამაღლების, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მისი ინტეგრირებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას;
ბ) უცხოელი და ქართველი მეცნიერ-მკლევარების ეფექტიანი სამეცნიერო თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას;
გ) კვლევითი მიმართულებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგის ექსპერტების - ავტორებისა და რეცენზენტების მოზიდვას;
დ) საერთაშორისო საგამომცემლო სტანდარტებთან ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკის თანმიმდევრულ ჰარმონიზებას;
ე) ჟურნალის რეგულარულ გავრცელებას (ბეჭდურ-ელექტრონული ფორმით) ქართულ და უცხოურ აკადემიურ და პროფესიულ წრეებში, სამეცნიერო-საბიბლიოთეკო სივრცეებში.