არასრულწლოვანი − განრიდება-მედიაცია, როგორც ,,საუკეთესო ინტერესი უპირველეს ყოვლისა“?

ავტორები

  • ნინო გობეჯიშვილი

საკვანძო სიტყვები:

არასრულწლოვანი, განრიდება, მედიაცია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

ანოტაცია

ადამიანი ბუნებით კონფლიქტური პოლიტიკური ცხოველია, რომელიც ამართლებს პოლიტიკური რეალიზმის ძირეულ პრინციპს – მუდმივად საომარი მდგომარეობის შენარჩუნებითა და დაძაბული, ეგოისტური დამოკიდებულებით პოლიტიკური იდეალისტების მიერ დახატულის სამყაროს მიმართ. პოლისის ანარეკლ სახელმწიფოში ინდივიდთა მიმართ დიფერენცირებული მიდგომის მომხრე გახლდათ არისტოტელე, რომელიც სამართლიანობის საზომით, დამსახურებისამებრ, უწილადებდა ყველას საერთო-სახალხო სიკეთეს[1]. დროთა განმავლობაში ფილოსოფოსთა ხედვის მოდერნისტული გაგებით ხელმძღვანელობამ მიიყვანა 21-ე საუკუნის სამართლის სფეროს მკვლევრები იმ დასკვნამდე, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი იმსახურებდა სახელმწიფოსთან წარმოშობილი დავის მეტ-ნაკლებად შემწყნარებლური მეთოდებით მოგვარებასა თუ დასტაბილურებას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი ინდივიდის სამართლებრივ პრობლემას უზარმაზარ იურიდიულ პირთან სისხლისსამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. აღნიშნული სტატიის მიზანია, მკითხველის ყურადღება გაამახვილოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის პიროვნებასა და მისთვის კანონმდებლის მიერ შეთავაზებული სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის მოგვარების ისეთ ხერხზე, როგორიცაა განრიდება და მედიაცია, რითაც კითხვას – რამდენად მიზანშეწონილია დამნაშავის დასჯის, როგორც საჯარო ინტერესის დათრგუნვა კერძო ინტერესის მოწყვლადი ხასიათით, a priori ყველა შემთხვევაში გამართლება, რამდენადაც სამართლებრივი დავის ერთ მხარეს არასრულწლოვანი დგას – პასუხი გაეცემა.

 

 

 

ავტორის ბიოგრაფია

ნინო გობეჯიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი, თსუ-ის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ეროვნული ცენტრის სტაჟიორი.

წყაროები

საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლსამჯულების კოდექსი“, 12/06/2020.

საქართველოს კანონი ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 09/10/2009.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის №181-ე ბრძანება ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ“, 08/10/2010.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდების პროგრამების (განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის) 2019 წლის 6 თვის ანგარიში, თბ., 2019, გამოყენებული გვერდი, <http://diversion.ge/res/files/52/Diversion_Report_2019_6%20Months.pdf> [07.01.2020].

გარიშვილი მ., შესავალი სამართლის ფილოსოფიაში, თბ., 2010, 43.

ლეონიძე ი., განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგულირება სისხლის სამართლის პროცესში და მისი ფუნქციონირების ცალკეული სამართლებრივი ასპექტები, ჟურნ. ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა – წელიწდეული 2018-2019, სპეციალური გამოცემა“, თსუ-ის გამომცემლობა, თბ., 2019, 130-131.

მეტრეველი ვ., რომის სამართალი (საფუძვლები), თბ., 2009, 104-105.

მეტრეველი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003, 225-226.

ონიანი ს., ტერმინ ,,ბჭის“ მნიშვნელობისათვის ძველ ქართულ სამართალში, ,,სამართლის ჟურნალი“, თსუ-ს გამომცემლობა, №2, 2013, 14-25.

ტრექსელი შ., ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში, თბ., 2009, 85.

ტყემალაძე ს., მედიაცია საქართველოში: ტრადიციიდან თანამედროვეობამდე, თბ., 2016, 10-12.

უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, თბ., 2006, 560.

ფაფიაშვილი ლ., ივანიძე მ., აქუბარდია ი., თუმანიშვილი გ., მეურმიშვილი ბ., გოგნიაშვილი ნ., საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი, კერძო ნაწილი, თბ., 2017, 129-131.

ქუთათელაძე მ., განრიდება და მედიაცია სისხლის სამართალში, სადისერტაციო ნაშრომი წარდგენილია სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, თბ., 2017, 122-152.

შალიკაშვილი მ., კრიმინოლოგია, თბ., 2017, 93.

შალიკაშვილი მ., მიქანაძე გ., არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სახელმძღვანელო), მე-2 გამოცემა, თბილისი, ფრაიბურგი, სტრასბურგი, 2016, 14, 123-124.

ჩხეიძე ი., არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა (ბროშურა), აკაკის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი, 2018.

ავტორი., ,,წყენააო ჭირთა ბადე“, რუსთაველი შ., ვეფხისტყაოსანი, სასკოლო გამოცემა, თბ., 2013, 242.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საქმეზე №1/ბ-118-17, 23/02/2017.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის განაჩენი საქმეზე №1/ბ-165-16, 23/03/2016.

Convention on the Right of the Child, Adopted and Opened for Signature, Ratification and Accession by General Assembly resolution 44/25 of 20 November 1989, art. 3rd, https://www.ohchr.org/en/professionalinterest/pages/crc.aspx [12.01.2020].

General Comment №14 on the Right of the Child to Have His or Her Best Interests Taken as a Primary Consideration, Committee on the Rights of the Children, 2013, 10, https://www2.ohchr.org/English/bodies/crc/docs/GC/CRC_C_GC_14_ENG.pdf [19.12.2019].

Peggy L., Chown J. D., John H., Can We Talk? Mediation in Juvenile Cases, FBI Law Enforcement Bulletin, Vol. 64, 1995, 21-22.

Wacks R., Philosophy of Law, A Very Short Introduction, Oxford University Press, 1st Pub. 2006, xii, https://mail.google.com/mail/u/0/#inbox/FMfcgxwGCkbBLltsBGJtjCcdFGFTzkdC?projector=1&messagePartId=0.2 [07.01.2020].

T vs. UK, V vs. UK, ECHR, [ECHR-1999].

https://sdasu.edu.ge/media/1001542/2017/12/20/28062f3bb2d78ba94c4cd9a60f305075.pdf [12.01.2020].

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-12-31

როგორ უნდა ციტირება

გობეჯიშვილი ნ. (2020). არასრულწლოვანი − განრიდება-მედიაცია, როგორც ,,საუკეთესო ინტერესი უპირველეს ყოვლისა“?. დავის ალტერნატიული გადაწყვეტა წელიწდეული, 9(1), 172–181. Retrieved from https://adryearbook.tsu.ge/index.php/ADR/article/view/2967