მორიგების დამოუკიდებელი პროცესი – კონფლიქტიდან კონსენსუსამდე

ავტორები

  • თამთა მამაიაშვილი

საკვანძო სიტყვები:

მორიგება, კონფლიქტი, კონსენსუსი, კომუნიკაცია, სამომრიგებლო მცდელობები, სამომრიგებლო მოლაპარაკებები, სამომრიგებლო წინადადებები.

ანოტაცია

სტატია მიმოიხილავს სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის, სამოქალაქო საქმისწარმოების მორიგებით დამთავრების დამოუკიდებელ პროცესს კონფლიქტიდან კონსენსუსამდე, მის სამართლებრივ მნიშვნელობას და მახასიათებლებს.

სტატიაში ყურადღება ეთმობა მორიგების პროცესის ცნებას და მორიგების პროცესუალურ მნიშვნელობას, რომელიც ქართულ სამართლებრივ სივრცეში არ განიმარტება და შესაბამისად, პარალელი გავლებულია გერმანიის კანონმდებლობასთან. კერძოდ, მსჯელობის შედეგად კეთდება დასკვნა, რომ მორიგება ერთი მხრივ მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ პროცესუალური მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ მორიგების ორმაგი სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა, თავის მხრივ, დაკავშირებულია უფლების განსაზღვრებასთან, სადაც მთავარი მისი გამოყენების, მისით სარგებლობის ფაქტია.

 სტატიაში წარმოჩენილია მორიგება, როგორცორბუნებოვანი სამართლებრივი მოვლენა.           მორიგება, როგორც პროცესუალური მოვლენა გულისხმობს მორიგებას, როგორც დამოუკიდებელ პროცესს და მორიგებას, როგორც სამოქალაქო საქმისწარმოების პროცესის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ მორიგების ორმაგი სამართლებრივი ბუნება განუყოფელია. ისინი ერთად განიხილება, რომელსაც მორიგების, როგორც სამოქალაქო საქმისწარმოების დასრულების აქცესორული ბუნება განაპირობებს. მორიგების დამოუკიდებელი პროცესი გულისხმობს გზას კონფლიქტიდან კონსენსუსამდე, რის შემდგომ მორიგება, როგორც დამოუკიდებელი პროცესი, აქცესორულ ბუნებას იძენს და ის საქმისწარმოების დასრულების საფუძველი ხდება.

მორიგების პროცესის სამართლებრივ მახასიათებლებს შორის უმთავრესი მისი სისტემურობაა.

 მორიგების დამოუკიდებელი პროცესი მოიცავს ურთიერთობის სისტემურობას, რომელიც ერთმნიშვნელოვან ხასიათს არ ატარებს, სამართლებრივი რეგულირება არ აქვს და, მეტწილად, დამოკიდებულია: სახელშეკრულებო მოლაპარაკებების, დავის რეგულირების, მორიგების ძირითად პრინციპებზე. არსებითი და მნიშვნელოვანია მორიგების პროცესის თანმიმდევრული განხორციელება სამომრიგებლო მცდელობების, სამომრიგებლო მოლაპარაკებების სახით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მორიგების პროცესის საკომუნიკაციო ეტაპზე, რაც, ფაქტობრივად, მთელს მორიგების პროცესს გასდევს.

კვლევა ცხადყოფს, რომ მორიგების პირობები უნდა იყოს მკაფიო, ატარებდეს არაორაზროვან, აშკარა ხასიათს, მიმართული უნდა იყოს მორიგების უმთავრესი მიზნისკენ - კონფლიქტის დარეგულირებისკენ და საქმისწარმოების დასრულებისკენ. სამომრიგებლო წინადადება არ უნდა ატარებდეს პირობით ხასიათს, არ უნდა იყოს დამოკიდებული სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ვინაიდან, ასეთი პირობა ვერ გახდება კონფლიქტის რეგულირების სამართლებრივი გარანტი და ვერც სასამართლოში საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი. მეტი გარანტიისთვის, სამომრიგებლო პირობის უზრუნველყოფა შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებით, რაც ფულადი ვალდებულებების შემთხვევაში იპოთეკისა და გირავნობის სახით არის შესაძლებელი. რაც შეეხება თავდებობას, ის როგორც უზრუნველყოფის პიროვნული საშუალება, იმ შემთხვევაში, როდესაც თავდები საქმისწარმოების მხარეს არ წარმოადგენს, ვერ იქნება გამოყენებული.

სტატიაში დასკვნის სახით შეჯამებულია, რომ მორიგების დამოუკიდებელ პროცესს საკანონმდებლო რეგულირება არ აქვს, არ მოიპოვება მორიგების პროცესის სამართლებრივი განმარტება და მორიგების ეტაპები არაა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული. ამდენად, იმისთვის, რომ მორიგების დამოუკიდებელმა პროცესმა სათანადო როლი იკისროს სამართლის ერთიან სისტემაში, როგორც საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველმა. მიზანშეწონილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსმა დამოუკიდებელი თავი დაუთმოს სასამართლოსმიერი მორიგების სამართლებრივ მნიშვნელობას, რომელშიც მორიგების პროცესი აისახება კონფლიქტიდან კონსენსუსამდე, როგორც სამართლებრივი პრინციპებისა და მახასიათებლების ერთობლიობით არსებული პროცესი, საქმისწარმოების შეწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე.

ავტორის ბიოგრაფია

თამთა მამაიაშვილი

სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

წყაროები

Civil Code of Georgia, 26/06/1997.

Code of Civil Procedure of Georgian, 14/11/1997.

Austermiller S. M., Svenson D. R., Alternative Means of Dispute Settlement in Georgia, Tbilisi, 2014, 86.

Chachanidze E., Zodelava T., Gogishvili M., Sulkhanishvili M., Communication in the Court, Tbilisi, 2013, 8 (In Georgian).

Chaladze G., Mediation and Conflict Psychology, Mediation - Conflict Settlement through Negotiations, Tbilisi, 2014, 23 (In Georgian).

Chanturia L., Boeling H., Methodology of making court decisions on civil cases, Tbilisi, 2003, 30 (In Georgian).

Chechelashvili Z., Contract Law, Tbilisi, 2014, 33, 53, 54, 74, 97 (In Georgian).

Collection of Judgments and Decisions of the European Court of Human Rights 2012, GSC, Tbilisi, 2003, Introduction (In Georgian).

Corpholler J., German Civil Code, Educational Comments, 13th revised ed., Tbilisi, 2014, 77 (In Georgian).

Craver C. B., Alverson F. H., Effective Legal Negotiaton and Settlement, George Wa¬shington University Law School, Washington, D.C., 2010, 12.

Ervasti K., Conflicts Before the Courts and Court-annexed Mediation in Finland, Scandinavian Studies In Law, 1999-2012, 193(In Georgian).

Hollander -Blumoff R., Just Negotiation, Washington University Law Review, 2013, 408, 414, 420.

Jorbenadze R., Mediation, Tbilisi, 2012, 5, 12 (In Georgian).

Ian Ayres., Speidel R. E., Studies in Contract Law, USA, 2008, 1096.

Khubua G., Theory of Law, Tbilisi, 2015, 57, 60-61 (In Georgian).

Kobakhidze A., Civil Procedure Law, Tbilisi, 2003, 9 (In Georgian).

Korobkin R., Aspiration and Settlement, Cornel Law Review, 2002, 8.

Lempereur A.P., Collson O., Negotiation Method, Tbilisi, 2009, 1, 72, 86.

Liluashvili T., The Questions of Civil Procedure in Judicial Practice of Georgian Courts, Part I, Tbilisi, 2002, 115 (In Georgian).

Liluashvili T., Civil Procedural Law, 2nd ed., Tbilisi, 2005, 261 (In Georgian).

Liluashvili T., Liluashvili G., Khrustali V., Dzlierishvili Z., Civil Procedure Law, I Part, Tbilisi 2014 Civil Procedural Law, Part 1, Tbilisi, 2014, 59, 60, 66 (In Georgian)..

Llevin A. L., Shuchman P., Yamnb C. M., Civil Procedure, Cases and Materials – Successor Edition, New York, 1992, 520, 521, 549.

Lutheringhaus P., Methods for Decision on Civil Case, Judicial Seminar, Bakuriani, 18-21 October, 2007, 133.

Martin J. W., Drafting the Contract or Settlement Agreement That says aut of Court, The Breaf, 2003, 50.

Mediation, http://www.bambooweb.com/articles/M/e/Mediation.html, [01.02.2019].

Merrills J. G., International Dispute Settlement, New York, 2005, 12.

Nadler J., Rapport in Negotiation and Conflict Resolution, Marquette Law Review, 2003-2004, 877.

Nachkebia A., Interpretation of Civil Law Provisions in Supreme Court Practice (2000-2013), Tbilisi., 2014, 494. See also Case #a-792-1079-09, [09.11.2009].

Nachkebia A., Interpretation of Administrative Law Provisions in Supreme Court Practice (2005-2014), Tbilisi., 2015, 364. Case #1369-1308 (K10), 21.04.2010.

Peters A., International Dispute Settlement: A Network of Cooperational Disputies, Vol. 14, No.1, 1-34, Ejil 2003, 3.

Shengelia R., Chanturia L., Zoidze B., Ninidze T., Shengelia R., Khetsuriani J., Commentary on the Civil Code of Georgia, 2nd Vol., Book 4, Vol., Tbilisi, 2001, 228, 229.

Shotadze T., Mortgage, as a Mean to Secure Bank Credit, Tbilisi, 2012, 90 (In Georgian).

Shotadze T., Property Law, Tbilisi, 2014, 356, 377, 378 (In Georgian).

Sourdin T., Five Reasons Why Judges should Conduct Settlement Conferences, Australia Centre for Justice Inovacion (ACJI), Monash University Law Review, 2011, 148-152.

Starnes H. E., Finman S. E., The Court’s Role in Settlement Negotiations, Published in Family Advocate, Vol. 37, No. 3, 2015, 30.

Svanadze G., Dzlierishvili Z., Tsertsvadze G., Robakidze I., Svanadze G., Tsertsvadze L., Janashia L., Contract Law, Tbilisi, 2014, 102 (In Georgian)

Dye T.A., Carlton Fields P. A., Winning the Settlement – Keys to Negotiation Strategy, ABA Section of Litigation Corporate Counsel CLE Seminar, February 11-14, 2010, 9.

The thematic look at the decisions of the European Court of Human Rights, SCG, Tbilisi, 2013, 121 (In Georgian).

Totladze L., Gabrichidze G., Tumanishvili G., Turava P., Chachanidze E., Explanatory Law Dictionary, Tbilisi, 2012, 296 (In Georgian).

Tsertsvadze G., Mediation, Alternative Dispute Resolution (General Review), Tbilisi, 2010, 29, 74, 226, 236, 237, 271-272 (In Georgian).

Tsur M., Art of Drafting a Mediation Agreement, Guidelines, Alternative Dispute Resolution, ADR Yearbook, TSU Publishing House, Tbilisi, 2012, 225-227.

Tsvetkov V. L., Psychology of Conflict, Tbilisi, 2015, 12, 210 (In Georgian).

Yong K. S., Travis H. P., Oral Communication, Skills, Choices, and Consequences, Long Grove, Illion, 2012, 59 (In Georgian).

Handbook on the Peaceful Settlement of Disputes between States, Office of Legal Affairs Codification Division, United Nations, New York, 1992, 9.

Decision of the Civil Chamber of the Tbilisi Court of Appeals, November 05, 2013: # 2b / 1084-13.

Decision of the Chamber of Civil Cases of Tbilisi Court of Appeal 29 July 2015: #2b / 4936-14.

Decision of the Civil Chamber of the Tbilisi Court of Appeals on 06 October 2015: #2b / 3275-15.

Judgment of the Civil Chamber of the Supreme Court of Georgia of 22 September 2015 on the case: A-790-747-2015.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-12-31

როგორ უნდა ციტირება

მამაიაშვილი თ. (2019). მორიგების დამოუკიდებელი პროცესი – კონფლიქტიდან კონსენსუსამდე. დავის ალტერნატიული გადაწყვეტა წელიწდეული, 8(1), 148–168. Retrieved from https://adryearbook.tsu.ge/index.php/ADR/article/view/2982