არასრულწლოვნის განრიდება და მედიაციის პროგრამის მიმოხილვა
საკვანძო სიტყვები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, განრიდება, სისხლის სამართლის მედიაცია, მედიაცია დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის, აღდგენითი მართლმსაჯულება.ანოტაცია
თანამედროვე მსოფლიოში აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციის საჭიროებასა და აქტუალურობას დღითი დღე უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხედავს. ამ საკითხში არც საქართველოა გამონაკლისი. ამის მაგალითი 2010 წელს დანერგილი არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაა, რომლის შედეგებითაც არაერთი ქვეყანა დაინტერესდა. ამ ნაშრომის ფარგლებში მკითხველი გაეცნობა საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განვითარების ისტორიას, სტატიაში განხილული იქნება პროგრამის პრინციპები, მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხები და მოცემული იქნება დეტალური სტატისტიკა. აღნიშნული საკითხები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფონზე.
წყაროები
References are not available in the original article