მედიაცია
საკვანძო სიტყვები:
მედიატორი, ადვოკატი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტა, მედიაციის პროცეს.ანოტაცია
წინამდებარე სახელმძღვანელო შედგება მასალების ერთობლიობისგან, რომელიც მედიაციის ტრენინგებისთვის ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება. ის სხვადასხვა აკადემიური გამოცდილების საფუძველზეა შემუშავებული. და მოიცავს
სამართალს
ფსიქოლოგიას
კომუნიკაციის თეორიას
თამაშის თეორიას
სოციოლოგიას
კულტურულ ანთროპოლოგიას
პრინციპები, რომლებზეც სახელმძღვანელოა დაფუძნებული ცდება სახელმწიფო და ეროვნულ საზღვრებს. ეს არ არის კვლევა მედიაციის თეორიების შესახებ- ესაა პლათფორმა მედიაციის უნარჩვევების განსავითარებლად. ნაშრომის მიზანია წარმოადგინოს საბაზისო ინფორმაცია და კონტექსტი, რაც მდგრადი სახელმწიფო მოქმედებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ტექსტი დაწერილია მარტივი სტილით, გადატვირთული დანართებისა და ჟარგონების გარეშე.
სახელმძღვანელო, საინტერესო პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართული ტექნიკური ხერხებითაა გამდიდრებული და მიმართულია კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტაზე. იგი არ არის მთლიანად ფასილიტატორული ხასიათის, არც შეფასებითი გახლავთ. იმდენად რამდენადაც ტრენიგის მასალები, მათი ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, ნებისმიერი მედიაციის შინაარსის შესაბამისია, აქ ყურადღება, ხშირ შემთხვევაში, მედიაციის ძირითად პარადიგმაზე მახვილდება – იქნება ეს სახელშეკრულებო შეთანხმებასა თუ სასამართლო დავაზე დაფუძნებული მედიაცია.
მედიაციის უნარ-ჩვევების ბირთვია სწავლება კეთებით (სწავლა მოქმედებაში). სახელმძღვანეო ვერასოდეს ჩაანაცვლებს სასწავლო ციკლს, რომელიც კვლევის, `კეთების, კრიტიკული ხედვისა და კვლავ გადაკეთების პროცესს გულისხმობს და, ამგვარად, არც ეს სახელმძღვანელოა გამონაკლისი – იგი მხოლოდ ამ ციკლს აღწერს.
მედიაციის ტრენინგი გახდა ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენცია მრავალი ადვოკატისა თუ პრაქტიკოსისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც არასოდეს უფიქრია მედიატორად მუშაობაზე. პროცესის ამომწურავი ცოდნა საშუალებას იძლევა ადვოკატი საკუთარ კლიენტებს უკეთ მოემსახუროს – ეს იქნება `ტრანზაქციული დოკუმენტის მომზადება, რომელიც სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობასა და მის შედეგებს განიხილავს, ასევე კლიენტისათვის დავის ფარგლებში მედიაციის შესახებ ინფორმირება, თუ კლიენტის მედიაციის პროცესში წარმომადგენლობა.
საელმძღვანელო სავარჯიშოებით, როლური თამაშებით, სამუშაო დავალებებითა და მაგალითებითაა დატვირთული. მათთვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება სურთ, ან აინტერესებთ სიღრმისეული თეორიების შესწავლა, ფაკულტეტი როგორც ელ. ფოსტით, ისევე ბეჭდური ფორმით დამატებით მასალას უზრუნველყოფს.
წყაროები
References are not available in the original article