აღდგენითი მართლმსაჯულება – საწყისი ხედვა მართლმსაჯულების განვითარების გზაზე

ავტორები

  • გიორგი კერატიშვილი

DOI:

https://doi.org/10.48614/adr.2020.2021.28-65

საკვანძო სიტყვები:

აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება, მედიაცია, რესტიტუცია, მსხვერპლი, დამნაშავე, დაზარალებული, ზიანი.

ანოტაცია

აღდგენითი მართლმსაჯულება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარადიგმაა. იგი ორიენტირებულია დაზარალებულზე და აქცენტს აკეთებს ადამიანებისა თუ საზოგადოების მიერ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად განცდილი ზიანის გამოსწორებაზე. თანამედროვე მსოფლიოში აღდგენითი მართლმსაჯულების როლი და მნიშვნელობა დღითიდღე უფრო იზრდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო და ევროკავშირი მტკიცედ ადასტურებენ აღდგენითი მართლმსაჯულების პოტენციალს და თავიანთ წევრ სახელმწიფოებს აღდგენითი პროცესების დანერგვისა და მათი გამოყენების შემდგომი გაფართოებისაკენ მოუწოდებენ. საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში პირველად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა დანერგა აღდგენითი მართლმსაჯულების ცნება და ამით განამტკიცა აზრი, რომ, მიუხედავად დაზარალებულის როლის პასიურობისა, სისხლის სამართალში სასამართლოს გარეთ დამნაშავესა და მსხვერპლს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და მიყენებული ზიანის (ან ზარალის) ანაზღაურება კრიმინალურ-პოლიტიკურ დისკუსიაში ძველებურად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მხარეებს შორის შერიგების მცდელობისას, რასაც მოსდევს სასჯელის თანამდევი განსაკუთრებული იურიდიული შედეგის − ნასამართლობის − თავიდან აცილება.

წინამდებარე  სტატიაში განხილული  საკითხები − აღდგენითი მართლმსაჯულების წარმოშობის საფუძვლები, სამედიატორო სასამართლოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისას ძველ ქართულ ჩვეულებით სამართალში, პროგრამები, რომლებმაც ზემოქმედება მოახდინა აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებაზე და დღევანდელი გადასახედიდან აღიქმება როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მისი შემდგომი განვითარებისა და აღდგენითი პროცესების გამოყენებისათვის, − დაგვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა ფაქტორების გავლენით მოხდა აღდგენითი მართლმსაჯულებიდან მართლმსაჯულების სხვა კონცეფციებისაკენ გადახვევა და რატომ შეიძლება გაგვიჩნდეს ამ მოდელთან დაბრუნების სურვილი.

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი კერატიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი,  მოწვეული ლექტორი,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

წყაროები

Constitution of Georgia, 25/08/1995.

Criminal Procedure Code of Georgia, 09/10/2009.

Juvenile Justice Code of Georgia, 12/06/2015.

Davitashvili G., Judicial Organization and Process in Georgian Customary Law, Tbilisi, 2004, 5, 13 (in Georgian).

Davitashvili G., Crime and Punishment in Georgian Customary Law, Tbilisi, 2011, 111-113, 115-116, 118 (in Georgian).

Davitashvili G., Mediatory Court or "Rjuli" in Khevsureti, Tbilisi, 2001, 72-73 (in Georgian).

Davitashvili G., Mediatory Court in Svaneti, Tbilisi, 2002, 100-111 (in Georgian).

Eglash A., Creative Restitution, The Journal of Criminal Law, Criminology, and Police Science, Vol. 48, No. 6, Published by: Northwestern University Pritzker School of Law, 1958, 619-620.

Ertsni I., Javakhishvili J., Javakhishvili L., Textbook of Restorative Justice for University and Vocational Education, Tbilisi, 2020, 123 (in Georgian).

Ertsen I., McKay R., Pelikan K., Willemsens D., Wright M., Reconstruction of Relations in a Community - Mediation and Restorative Justice in Europe, №2, Kiev, 2007, 79 (in Russian).

Gavrielides T., Restorative Practices: From The Early Societies to the 1970s, Internet Journal of Criminology, United Kingdom, 2011, 6-8.

Javakhishvili L., Review of the Juvenile Diversion and Mediation Program, Journal, Alternative Dispute Resolution - Yearbook, Burduli I. (Ed.), Tbilisi, 2016, 179 (in Georgian).

Kaspar J., Wiedergutmachung und Mediation im Strafrecht, München, 2004, 3.

Llewellyn J. J., Howse R., ,,Restorative Justice” a Conceptual Framework, Prepared for the Law Commission of Canada, 1998, 5-9.

London R., A New Paradigm Arises: A Restorative Justice Reader, Johnstone G. (ed.), 2nd ed., London and New York 2013, 10.

Marshall T. F., The Evolution of Restorative Justice in Britain, Restorative Justice and Mediation European Journal on Criminal Policy and Research, 1996, 38.

Mulligan S., From Retribution to Repair: Juvenile Justice and the History of Restorative Justice, University of La Verne Law Review, Ontario, 2009, 139, 142-144, https://docplayer.net/60248070-From-retribution-to-repair-juvenile-justice-and-the-history-of-restorative-justice.html [21.06.2021].

Oniani S., Davitashvili G., The Impact of Customary Law on Modern Balszemo Svaneti, Tbilisi, 2016, 8, 34 (in Georgian).

Shalikashvili M., Criminal, Criminological and Psychological Aspects of the Juvenile Diversion and Mediation Program, Tbilisi, 2013, 4 (in Georgian).

Shahovich N. V., Doek I. E., Zermaten Zh., Child Rights in International Law, Tbilisi, 2012, 348, (in Georgian).

Surguladze I., For the History of the State and Law of Georgia, Tbilisi, 1952, 347, 351, 356 (in Georgian).

Takahashi R., Restorative Justice Almost 50 Years Later: Japanese American Redress for Exclusion, Restriction, and Incarceration: Restorative Justice Today, Practical Applications, Van Wormer K. S., Walker L. (eds.), 2013, 227.

Tumanishvili G., Restorative Justice and its Development Perspective in Georgia. Proceedings of the Scientific Symposium on Criminal Science: The Science of Criminal Law in the Development of a Common European Framework, Tbilisi, 2013, 260 (in Georgian).

Van Ness D.W., Strong K.H., Restoring Justice, An Introduction to Restorative Justice, Matthew Bender & Company, Inc., a Member of the LexisNexis Group, New Providence, NJ, 2010, 4th publishing, 22-23, 26-29.

Walker L., Restorative Justice Definition and Purpose: Restorative Justice Today, Practical Applications, Van Wormer K. S., Walker L. (eds.), Sage, Los Angeles, London, New Delhi, Singapore, Washington DC, 2013, 4-5, 7.

Wides S. M., Social Work Values and Restorative Justice, წიგნში: Restorative Justice Today, Practical Applications, Van Wormer K. S., Walker L. (eds.), Sage, Los Angeles, London, New Delhi, Singapore, Washington DC, 2013, 216.

Zehr H., Restorative Justice: A New Look at Crime and Punishment, Judicial and Legal Reform, Moscow, 2002, 48, 51, 64-65 (in Russian).

Zehr H., A Little Book on Restorative Justice, Tbilisi, 2011, 30, 52-54, (in Georgian).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-15

როგორ უნდა ციტირება

გიორგი კერატიშვილი. (2021). აღდგენითი მართლმსაჯულება – საწყისი ხედვა მართლმსაჯულების განვითარების გზაზე. დავის ალტერნატიული გადაწყვეტა წელიწდეული, 10(1), 28–65. https://doi.org/10.48614/adr.2020.2021.28-65