მედიატორის დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.60131/adr.2.2021.3380საკვანძო სიტყვები:
მედიაცია, მედიატორი, ეთიკა, ეთიკური სტანდარტი, საჩივარი, დისციპლინური პასუხისმგებლობა, ეთიკის კომისია, მოკვლევა და განხილვა, მტკიცებულებები, მტკიცების სტანდარტი, დისციპლინური სახდელი.ანოტაცია
2021 წლის აპრილში სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ შეიმუშავა „მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულება“, რომლითაც ქართულ რეალობაში უნდა დამკვიდრდეს მედიატორის პროფესიული პასუხისმგებლობის ახალი სტანდარტი.
დისციპლინური საქმისწარმოება გულისხმობს მედიატორის პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეთიკური ვალდებულებების დარღვევის შეფასებას მედიატორთა ასოციაციის მიერ, რის შედეგადაც ასოციაციის ეთიკის კომისია იღებს გადაწყვეტილებას მედიატორის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე, დისციპლინური წარმოების სტანდარტის დანერგვის კიდევ ერთი მიზანია, მედიატორთა მიერ პროფესიული გადაცდომისა და ეთიკური ნორმების დარღვევის პრევენცია.
დისციპლინური საქმისწარმოება სიახლეა ქართული რეალობისთვის, შესაბამისად, აუცილებელია მისი არსის კვლევა და შედარება საერთაშორისო, უპირატესად კი, აშშ-ში მოქმედ მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების პრაქტიკასთან, ვინაიდან, სწორედ აშშ იყო პირველი და მთავარი შემოქმედი მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების წესების დამკვიდრებასა და დოქტრინალურ მოწესრიგებაში.
სტატიის მიზანია, გამოიკვლიოს თუ რას გულისხმობს მედიატორის დისციპლინური პასუხისმგებლობის შინაარსი, ასევე, შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საშუალებით, სტატია მიმოიხილავს ქართულ რეალობაში მედიატორის დისციპლინური საქმისწარმოების წესებისა და პროცესის ცნებას, შინაარსს და მნიშვნელოვან პროცედურულ საკითხებს.
წყაროები
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, პარლამენტის უწყებანი, 47-48, 14/11/1997.
საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“, სსმ, 18/09/2019.
სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულება, 24/05/2021.
სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კოდექსი, 24/05/2021.
სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამის დებულება, 24/05/2021.
სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წესდება, 24/05/2021.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დებულება „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“, 11/12/2010.
გაგუა ი., მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო სამართალში, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2012, 11, 77.
ლილუაშვილი თ., ხრუსტალი ვ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბ., 2007, 8, 205, 207, 234-235, 246, 256, 284.
ცერცვაძე გ., მედიაცია, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმა (ზოგადი მიმოხილვა), თბ., 2010, 185.
წულაძე ა., სასამართლო მედიაციის ქართული მოდელი ევრო-ამერიკულ პრიზმაში, თსუ-ის გამომცემლობა, თბ., 2016, 30.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის №ას-1155-1101-2014 გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №1440-1360-2017 გადაწყვეტილება.
ADR Institute of Canada, Complaints and Discipline Policy, https://adric.ca/rules-codes/complaints-discipline-policy/ [19.09.2021].
American Arbitration Association, Model Standards of Conduct for Mediators, https://digitalcommons.pepperdine.edu/naalj/vol17/iss2/9/ [19.09.2021].
Arkansas Judiciary Procedures for the Discipline of Mediator https://www.arcourts.gov/adr/complaints-against-mediators [19.09.2021].
Arkansas Administrative Procedures Act, https://www.asbalaid.arkansas.gov/laws-rules/ [19.09.2021].
Colorado Ethics Committee Policy and Procedure, https://coloradomediation.org/ethics/ [19.09.2021].
European Code of Conduct for Mediators, https://www.euromed-justice.eu/en/document/eu-european-code-conduct-mediators [19.09.2021].
European Convention on Human Rights, https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=basictexts&c [19.09.2021].
Model Standards of Conduct for Mediators, https://www.americanbar.org/groups/dispute_resolution/policy_standards/ [19.09.2021].
The Association of Attorney-Mediators, Grievance procedure, https://www.attorney-mediators.org/grievance [19.09.2021].
Anderson T., Schum D., Twining W., Analysis of Evidence, 2nd ed., Cambridge University Press, 2005, 290.
Bam D., Making Appearances Matter: Recusal and the Appearance of Bias, 2011 Brigham Young University Law Review, Issue 4, 2011, 945.
Buzatu N. E., The Responsibility of the Mediator, AGORA International Journal of Juridical Sciences, Vol. 4, 2013, 10.
Crowe J., Two Models of Mediation Ethics, Sydney Law Review, Vol. 39, Issue 2, 2017, 149.
Cooks L. M., Hale C. L., The Construction of Ethics in Mediation, Conflict Resolution Quarterly, Vol. 12, 1994, 61.
Kallipetis M., Mediation Ethics in Europe, The Dovenschmidt Quarterly, 2014, 65-66.
Kovach K., Mediation In a Nutshell, 2nd ed., South Texas College of Law, West, a Thompson Business, 2010, 40, 202.
Koo A. K. C., Exploring Mediator Liability in Negligence, Common Law World Review, Vol. 45, 2016, 165-166.
Laflin M. E., Preserving the Integrity of Mediation through the Adoption of Ethical Rules for Lawyer-Mediators, Notre Dame Journal of Law, Vol. 14, Issue 1, 2000, 479.
MacLean L., McNiven J., The Complaint Resolution Project, Alberta Law Review, Vol. 34, 1995, 55.
McKeown M. M., To Judge or Not to Judge: Transparency and Recusal in the Federal System, The Review of Litigation, Vol. 30, 2011, 654.
Mengler T. M., The Theory of Discretion in the Federal Rules of Evidence, IOWA L. Rev., Vol. 74, 1989, 413-415.
Morgan T. D., Tuttle R. W., Legal Representation in a Pluralist Society, Wash. Law Review, Vol. 63, 1995, 987.
Poppe E. S. T., Rachlinski J. J., Do Lawyers Matter? The Effect of Legal Representation in Civil Disputes, Pepperdine Law Review, Vol. 43, Issue 4, 2016, 889.
Robert S. P., Violating the Inviolate: Caps on Damages and the Right to Trial by Jury, Dayton Law Review, Vol. 31, 2006.
Samuels A., Illegally Obtained Evidence: In or Out, 67 J. CRIM. L. 411, 2003, 412.
Schulz J. L., Mediator Liability in Canada: An Examination of Emerging Americanand Canadian Jurisprudence, Ottawa Law Review, Vol. 32, №2, 2001, 273.
Tetunic F. L., Act Deux: Confidentiality After the Florida Mediation Confidentiality and Privacy Act, Nova Law Review, Vol. 1, Art. 4, 2011, 84.
Tetunic F. L., Demystifying Florida Mediator Ethics: The Good, the Bad, and the Unseemly, Nova Law Review, Vol. 32, 2007, 207.
Timothy A. R., Introducing Documentary Evidence, Army Law, Vol. 30, 1985, 30.
Waldman E., Mediation Ethics, Cases and Commentaries, Jossey-Bass, A Wiley Imprint, United States of America, 2011, 10, 339.
Welsh N. A., Bringing Transparency and Accountability (with a Dash of Competition) to Court-Connected Dispute Resolution, Fordham Law Rewiev, Vol. 88, 2020, 2452, 2456.
https://mediators.ge/ka/legal-framework [19.09.2021].
https://gba.ge/ka [19.09.2021].
https://oklahoma.gov/okdhs/library/policy/current/okdhs/chapter-2/subchapter-1/parts-4/procedure-for-mediation.html [19.09.2021].
https://www.gabar.org/disciplinedefinitions.cfm [19.09.2021].