უცხოელი ინვესტორის კონკრეტული სახელმწიფოსადმი კუთვნილების განსაზღვრის კრიტერიუმები საინვესტიციო საარბიტრაჟო დავისას
DOI:
https://doi.org/10.60131/adr.1.2023.7083საკვანძო სიტყვები:
ინვესტორი, ერთობლივი საქმიანობა, უცხოური ინვესტიცია, საინვესტიციო ხელშეკრულება, საინვესტიციო კონტრაქტი, არბიტრი, საარბიტრაჟო ტრიბუნალი.ანოტაცია
ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავის გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმების დანერგვა წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. ამის გათვალისწინებით, საინვესტიციო სამართალში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმის დადგენა, თუ რომელ ინვესტორს აქვს დავის გადაწყვეტის საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უფლებამოსილება. იმისათვის, რომ ინვესტორმა მიიღოს წვდომა დავის გადაწყვეტის საერთაშორისო მექანიზმებზე და მოექცეს ICSID კონვენციით ან სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებებით დადგენილ რეგულირებაში, აუცილებელია, ეს ინვესტორი აკმაყოფილებდეს უცხოელი ინვესტორად ყოფნის კრიტერიუმებს. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოსთან დავის არსებობისას, ინვესტორს მოუწევს მხოლოდ დავის გადაწყვეტის შიდა მექანიზმებით და ეროვნული სასამართლოებით სარგებლობა.
წინამდებარე სტატიაში განხილულია: ფიზიკური პირი ინვესტორების ეროვნულობის განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტები, იურიდიულ პირ ინვესტორთა ეროვნულობის განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სათავო ოფისის ადგილსამყოფელის მიხედვით, მაკონტროლებელ პირთა ეროვნულობის მიხედვით და რეალური ეკონომიკური აქტივობის ადგილის მიხედვით. სტატიაში ასევე განხილულია ინვესტორების ეროვნულობის განსაზღვრის მეთოდი ერთობლივი საქმიანობის (Partnership) დროს. დასახელებული საკითხების კვლევა მნიშვნელოვანია როგორც ინვესტორის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დავების პრევენციის მექანიზმების დანერგვის კუთხით.
წყაროები
Agreement between the Government of the Republic of Georgia and the Government of the People's Republic of China on Mutual Protection and Promotion of Investments, Legislative Herald of Georgia, 01/03/1995, as of 22/01/2023.
Convention on the Settlement of Investment Disputes Between States and Nationals of Other States, Washington, 18 March, 1965.
Dolzer R., Schreuer C., Principles of International Investment Law, Oxford Uniceristy Press 2012, 45, 46, 47, 48, 49.
Khvedelidze M., Impact of the Association Agreement on the investment related issues connected to Georgia, Journal “Justice and Law” №4(60)18, 66 (in Georgian).
Perkams M., Protection for Legal Persons, International Investment Law, Bungenberg M., Griebel J., Hobe S., Reinisch A., Kim Y.-I. (eds.), Baden-Baden, Hart Publishing, 2015, 638, 641, 642, 648, 649.
Reed L.F., Davis J.E., Who is a Protected Investor, International Investment Law, Bungenberg M., Griebel J., Hobe S., Reinisch A., Kim Y.-I., Baden-Baden, Hart Publishing, 2015, 617, 625.
Rubins N.N., Kinsella S., International Investment Political Risk and Dispute Resolution, A Practitioner’s Guide, Oxford, Oceana Publications Inc., 2005, 139, 140.
Salacuse, W. J., The Law of Investment Treaties, second edition, Oxford University Press 2015, 42.
Schlemmer E.C., Investment, Investor, Shareholders, International Investmemt Law, Muchlinski P., Ortino F., Schreuer C. (eds.), Oxford University Press, 2008, 71, 75, 79, 80.
Schokkaert J., Heckscher Y., International Investment Protection, Comparative Law Analysis of Bilateral and Multilateral inerstate Conventions, Doctrinal Texts and Arbitral Jurispudence concerning Foreign Investments, Bruylant Bruxelles, 2009, 223, 224, 246, 248.
Bidzina Ivanishvili v. Georgia, ICSID Case No. ARB/12/27.
Gardabani Holdings B.V. and Silk Road Holdings B.V v. Georgia(ICSID Case No. ARB/17/29).
Nasib Hasanov v. Georgia (ICSID Case No. ARB/20/44; Bob Meijer v. Georgia (ICSID Case No. ARB/20/28);
Telcell Wireless, LLC and International Telcell Cellular, LLC v. Georgia (ICSID Case No. ARB/20/5);
https://icsid.worldbank.org/sites/default/files/2020_July_ICSID_8_ENG.pdf> [16.01.2023].