ნებაყოფლობითობის პრინციპის ფარგლები მედიაციის პროცესში: სავალდებულო მედიაციის ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები
DOI:
https://doi.org/10.60131/adr.2.2024.8338საკვანძო სიტყვები:
მედიაცია, ნებაყოფლობითობის პრინციპი, თვითგამორკვევა, კონფიდენციალურობა, მხარეთა ავტონომია მედიაციაში, კერძო და სასამართლო მედიაცია.ანოტაცია
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც პრიორიტეტულია არა მხოლოდ კონფლიქტების მოგვარება, არამედ პირადი ურთიერთობებისა და ჰარმონიის შენარჩუნება, მედიაცია წარმოადგენს განსაკუთრებით საჭირო და აქტუალურ ინსტიტუტს. კონფლიქტების დროულად, ნაკლები დანახარჯებით და ფორმალური ბარიერებით გადაჭრის მოთხოვნა გლობალურად იზრდება და ამ ტრენდს არც საქართველო ჩამორჩება. საქართველოში მედიაცია განვითარების აქტიურ ეტაპზეა. გასული ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დარგის ინსტიტუციონალიზაციისკენ, მაგრამ საჭიროა შემდგომი განვითარება და ამავდროულად, დავის მოლაპარაკების გზით გადაჭრის კულტურის გაზრდა საზოგადოებაში.
წინამდებარე ნაშრომი იკვლევს მედიაციის პრაქტიკას და პრინციპებს, კონკრეტულად კი ორიენტირებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე, რომელიც მედიაციის ეგზისტენციალური საფუძველია და მხარეებს საშუალებას აძლევს საკუთარი ნების ავტონომიის ფარგლებში წარმართონ ან შეწყვიტონ პროცესი. ნებაყოფლობითობის კომპონენტის სიღრმისეული შესწავლის გზით, ნაშრომი მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ახალი პერსპექტივა ამ პრინციპის შესახებ, რომელიც, თუმცა ერთი შეხედვით გარანტირებულია, მაგრამ კომპლექსურად ვლინდება მედიაციის პროცესის ყველა ეტაპზე. ნაშრომი იკვლევს ნებაყოფლობითობის პრინციპის შეზღუდვის შემთხვევებს, აფასებს მათ დასაბუთებულობას და ადარებს საერთაშორისო გამოცდილებას. მედიაციის ფუნდამენტური პრინციპის კვლევით ნაშრომის მიზანია შექმნას ღირებული პრაქტიკული რესურსი დიდი პოტენციალის მქონე დარგის განვითარებისთვის.
წყაროები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს შრომის კოდექსი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.
მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსი.
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე “მედიაციის შესახებ”.
Directive 2008/52/ec Of The European Parliament And Of The Council Of 21 May 2008 On Certain Aspects Of Mediation In Civil And Commercial Matters
ადეიშვილი ი., ბარნაბიშვილი გ., ბიჭია მ., გაწერელია აკ., გერსამია ნ., დუღაშვილი ს., ეგნატაშვილი დ., თოდუა უ., იმნაიშვილი თ., კიკილაშვილი გ., სიხარულიძე ტ., ტყემალაძე ს., ყანდაშვილი ი., ჩაჩავა ს., ჩაჩანიძე ე., ჩიტაშვილი ნ., ხურციძე ა., ჯორბენაძე ს., მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი, ყანდაშვილი ი. (რედ.), 2024.
ყანდაშვილი ი., მედიაცია, თბილისი, გამომცემლობა “იურისტების სამყარო”, 2020.
ყანდაშვილი ი., საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არასასამართლო ფორმები, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2018.
ორჯონიკიძე ე., მედიაციის გზამკვლევი, თბილისი, 2021.
დავების ეფექტიანი გადაწყვეტის ცენტრის (CEDR) მედიატორის სახელმძღვანელო, მეხუთე გამოცემა (საერთაშორისო გამოცემა), 2013.
მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში, რედ. ცერცვაძე გ., თბ., 2013.
ცერცვაძე გ., მედიაცია, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმა (ზოგადი მიმოხილვა), თბ., 2010.
ცერცვაძე გ. (რედ.), არევაძე მ., ვასაძე ე., თვაური რ., ივანიძე გ., მახაური პ., ჟიჟიაშვილი თ., ტაკაშვილი ს., ხუჭუა თ., ჯიბლაძე ბ., მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, თბ., 2013.
წულაძე ა., სასამართლო მედიაციის ქართული მოდელი ევრო-ამერიკულ პრიზმაში, სადისერტაციო ნაშრომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერტიტეტი, თბილისი, 2016.
წულაძე ა., სასამართლო მედიაციის კონცეპტუალური ხედვა, სამართლის ჟურნალი #1, 2016.
ჟორჟოლიანი ლ., საქართველოს კანონმდებლობაში კოლექტიური შრომითსამართლებრივი დავების მოგვარება მედიაციის მეშვეობით, სადისერტაციო ნაშრომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2019, 79.
ჩიტაშვილი ნ., ჭალიძე თ., საოჯახო-სამართლებრივი დავის განხილვის თავისებურება მედიაციაში და შესაძლო ეთიკურ-სამართლებრივი დილემები, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2022“.
ჩიტაშვილი ნ., მედიაციის ეთიკის რეგულირების ფარგლები და ეთიკის სტანდარტით ბოჭვის ადრესატები, თსუ „სამართლის ჟურნალი“, #1, 2016.
ჩიტაშვილი ნ., სამართლიანი შეთანხმება, როგორც მედიაციის ეთიკური ურღვეობის საფუძველი, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2016“, თსუ გამომცემლობა, 2017.
ჩიტაშვილი ნ., მედიაციის კონფიდენციალურობის საკანონმდებლო გარანტიების სახელშეკრულებო მექანიზმებით გაძლიერების საკითხისათვის, სამართლის ჟურნალი #2, 2023.
ალფინი ჯ. ჯეიმს., მაკკეიბი გ. კ, ჩიტაშვილი ნ. (მთარგმნელი), მედიაცია სასამართლოების ჩრდილში: ახლად შექმნილი პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა, სამართლის ჟურნალი #2, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024.
ბიჭია მ., მედიაციის გამოყენების მნიშვნელობა ბიზნესდავებში პანდემიის დროს, ჟურნ. „სამართლის მაცნე“, #3, 2021.
ბარნეთი გრინ ქ., უილსი თ., მედიაცია (ტრენინგის სახელმძღვანელო), ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2016“, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი, 2015.
მიქელთაძე მ., კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტის მექანიზმები და მათი ფუნქციონირების ინსტიტუციური მოდელები, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2017“, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი, 2020.
ირემაშვილი ქ., გამოწვევები კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებისთვის, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2015“, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი, 2014.
ტაკაშვილი ს., მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმის მნიშვნელობა კოლექტიური შრომითი დავის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2015“, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი, 2014.
ჟორჟოლიანი ლ., მედიაციის განვითარება და შედარებითი სამართალი, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2015“, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი, 2014.
წულაია ო., თვითგამორკვევა, როგორც ძირითადი ღირებულება მედიაციის პროცესში ეთიკის კოდექსებსა და სამართლებრივ ნაშრომებში: კონკურენცია დავის მონაწილე მხარეთა ავტონომიასა და შინაარსობრივ სამართლიანობას შორის, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2021“, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი, 2021, 264.
გურიელი ა., მედიაციის ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნება, კონცეპტუალური მახასიათებლები და მოსამართლე, როგორც მედიაციის პროცესის წარმმართველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, თბილისი, 2021.
აკობია თ., კერძო სამედიაციო მორიგების აღსრულების საკანონმდებლო გარანტიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარების მაგალითზე, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2017“, თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი, 2021.
ბათიაშვილი ი., მედიაციის პროცესი, მისი პრინციპები და გამოწვევები საქართველოში, დავის ალტერნატიული გადაწყვეტა წელიწდეული, 11(1), 7–24, თბილისი, 2022.
ძაგნიძე დ., მედიაციის მოწესრიგების ქართული მოდელი საკანონმდებლო რეფორმის ფონზე, მოხსენებათა კრებული: „მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში“, სამეცნ. რედაქტორი: მაისურაძე დ., თბ., 2021.
Chern C., International Commercial Mediation, Informa London, 2008.
Doneff A., Ordover P. A., Alternatives to Litigation Mediation, Arbitration, and the Art of Dispute Resolution: Third Edition, National Institute for Trial Advocacy, 2014.
Acharya N., Exploring the Role of Mandatory Mediation in Civil Justice, Schulich School of Law, Dalhousie University, 2023.
Stulberg B. J., Fairness and Mediation, 13(3) Ohio State Journal on Dispute Resolution, 1998.
Mediation in the European Union: An Introduction By Dr Felix Steffek LLM (Cambridge), June 2012.
BVerfG, Beschluss der 1. Kammer des Ersten Senats vom 14. Februar 2007
- 1 BvR 1351/01 -, Rn. 1-47.
Alassini v. Telecom Italia, SpA, C-317/08 - C-320/08 ECJ (2010).
Ashingdane v United Kingdom, Case No 14/1983/70/106, European Court of Human Rights.
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .