ISSN: 1987-9199
E-ISSN: 2720-7854
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული“ არის სრული ღია წვდომის, ორენოვანი, საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი პერიოდული გამოცემა, რომელიც გამოქვეყნებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ. ორენოვანი ჟურნალი დაარსდა 2012 წელს. 2018 წლიდან სპეციალური გამოცემა დამატებით გამოდის მხოლოდ ქართულ ენაზე.
ჟურნალის პერიოდული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომრებია (ISSN): ბეჭდური: 1987-9199, ელექტრონული: 2720-7854.
ჟურნალის მიზანია, შექმნას დინამიური სამეცნიერო პლატფორმა ADR ინსტიტუტების შედარებითი კვლევისთვის, ხელი შეუწყოს თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრირებას, გააფართოოს ქართული სამეცნიერო დისკურსი ტრანსნაციონალურ კონტექსტში (ADR-ის ყველა სფეროში - მოლაპარაკება, კერძო და სასამართლო მედიაცია, არბიტრაჟი), ხელი შეუწყოს საქართველოს ADR მარეგულირებელი ჩარჩოს სამართლებრივ დაახლოებას ევროპის და აშშ-ის საკანონმდებლო სტანდარტებთან, გააძლიეროს ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია და ADR მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში დავის გადაწყვეტის სისტემის მიმდინარე რეფორმის ფონზე.
ჟურნალი მოიცავს ADR-ის თანამედროვე ინსტიტუტების კვლევის ამსახველ ძირითად სერიებს საქართველოში ADR მექანიზმების სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის ფონზე. ჟურნალში ძირითადად თავმოყრილია ADR საზოგადოების უფროსი აკადემიკოსებისა და ახალგაზრდა პრაქტიკოსების სამეცნიერო ნაშრომები.
ჟურნალი უზრუნველყოფს ღია წვდომას მის შინაარსზე იმ პრინციპით, რომ კვლევის თავისუფლად ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის ხელს უწყობს ცოდნის ფართო ურთიერთ გაზიარებას.
ჟურნალის ყველა ელექტრონული გამოცემა ღიად არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მკითხველისთვის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე უფასოდ გაეცნოს ჟურნალის მასალას, გადმოწეროს, გადაიღოს ასლი, გაავრცელოს კანონიერად და გააკეთოს სათანადო სამეცნიერო ციტატა საავტორო უფლებების დაცვით. სტატიის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სრულიად უსასყიდლოა ავტორებისთვის.