მედიაცია, როგორც „არიადნეს ძაფი“ და ინტერესთა დაახლოების ხელოვნება
DOI:
https://doi.org/10.60131/adr.2.2024.8337საკვანძო სიტყვები:
მოლაპარაკების ხელოვნება, დიალექტიკის გავლენა და მედიაციის მახასიათებლები.ანოტაცია
მხარეებს შორის მედიაცია და მოლაპარაკება იწყება სიტყვით, საუბრით, კამათით, საკუთარი სიმართლის მტკიცებით და გამარჯვების საუკეთესო შედეგის ინსტიქტით. მედიაცია ცოცხალი სტიქიაა და ამ სტიქიაში ბალანსის შემანარჩუნებელი ზუსტად მედიატორია. ბალანსი სჭირდება ორ პოლუსს, რომელიც სტატიაში იქნება კამათის ხელოვნების ჭრილში მიმოხილული. მედიაცია, როგორც ინტერესთა დაახლოების ხელოვნება, აუცილებელია განვიხილოთ კამათის და აზრთა ჭიდილის კუთხით. ადამიანის ცნობიერებაში და კულტურაში არსებობს მარკერები, რომელიც გავლენას ახდენს მედიაციის და მოლაპარაკების პროცესებზე. მაგალითად: კამათში დიალექტიკა შეიძლება გაიგივდეს გონების ფარიკაობასთან, რომლის მიზანია საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ასევე, Homo Ludens თამაშის მარკერი მედიაციის პროცესში ახალ პლასტებს ამატებს და ეს შრეები ახალ წინაღობებს ქმნის დავისთვის ემოციური ფონის მოხსნაში. მედიაციის ფილოსოფიურ-რელიგიური საფუძვლების აშკარა გამოვლინებაა ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი ტრაქტატი „ღვთის ქალაქი“.
21-ე საუკუნეში კიდევ უფრო აქტუალური გახდა მოდერნიზებული სახით დაბრუნებული მედიაცია და მოლაპარაკებები, როგორც დავების და უთანხმოების გადაწყვეტის საუკეთესო მექანიზმი. მხარეთა მიერ ინტერესთა გადაკვეთის წერტილის ძიების პროცესში მედიატორის შუამავლობის ხელოვნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მედიაციის მთელი პროცესის განმავლობაში მხარეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ დაფიქრდნენ და განჭვრიტონ მათთვის საუკეთესო შედეგი, მათთვის მისაღები შედეგი და მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი შედეგი. ყურადსაღებია მედიაციის გახსნითი შეხვედრის სახეობის შერჩევა: საერთო თუ ინდივიდუალური. მედიაციის გახსნითი შეხვედრის დაგეგმვამდე მედიატორის მიერ ინდივიდუალურად ყველა საქმის გაანალიზება შესაძლოა გამოსადეგ მექანიზმად ჩაითვალოს. აღნიშნულით მოლაპარაკების თანმდევი პროცესი მხარეებზე მორგებული და ეფექტიანი გახდება.
მედიატორი გზამკვლევია - „არიადნეს ძაფია“ - მედიაციაში წარმოშობილ კამათის ლაბირინთში. თუ როგორ „დაიხლართება“ მედიაციის ლაბირინთი და რა პლასტები დაემატება მას დამოკიდებულია, რამდენად გამძაფრდება მხარეებში ერთი მარტივი ჭეშმარიტება:
„ყველა ადამიანს დაბადებიდანვე აქვს სურვილი იყოს მართალი“- არტურ შოპენჰაუერი.
წყაროები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრი, სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრის ნომერი - 39726/04, საქმეთა სიიდან ამორიცხვა, 30/09/2014.
ბათიაშვილი ი., ტოტალიტარიზმი და ინდივიდუალიზმი, წიგნი „ირაკლი ბათიაშვილი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2021, 267.
ბათიაშვილი ი., ქონებრივი დავების გადაწყვეტისას კონფიდენციალობის დაცვის ფარგლები მედიაციაში: რეალობა და გამოწვევები, „სამართალი და მსოფლიო“, #21, 2022, 76-116.
ბათიაშვილი ი., მედიაციის პროცესი, მისი პრინციპები და გამოწვევები საქართველოში, ჟურნ. ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა წელიწდეული“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, 2022, 7-38.
ბიჭია მ., მედიაციის გამოყენების მნიშვნელობა ბიზნესდავებში პანდემიის დროს, ჟურნ. „სამართლის მაცნე“, #7, 2021, 12.
ნემსაძე ა., მეოცე საუკუნის ფილოსოფიურ-ესთეტიკური მიმდინარეობები და თეორიები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო კურსის სილაბუსი, დანართი 3, ლექცია 1, ლექცია 14, 4-8.
ფოლბერგი ჯ., გოლანი დ., წულაძე ა., მოლაპარაკება თეორია პრაქტიკა და სამართალი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, UNDP, 2018, 29-32.
ყანდაშვილი ი., საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არასასამართლო ფორმები, თბ., 2019, 94-95.
ჩიტაშვილი ნ., მედიაციის ეთიკის საფუძვლები, მერიდიანი, თბ., 2024, 350-351.
ჩიტაშვილი ნ., სამართლიანი შეთანხმება, როგორც მედიაციის ეთიკური ურღვეობის საფუძველი, ჟურნ. „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული“, 2016, 9.
წულაძე ა., ქართული სასამართლო მედიაციის შედარებითი ანალიზი, თბ., 2017, 176-177.
Шопенгауэр А., Искусство побеждать в спорах (сборник), Переводчик: Юлий Исаевич Айхенвальд, Ф. Черниговец, Р. Кресин, Н. Л. д'Андре, Правообладатель: Эксмо, 2015, (Дата написания:1900), https://www.litres.ru/book/artur-shopengauer/iskusstvo-pobezhdat-v-sporah-8952636/chitat-onlayn/#idm140537390896208 [02.12.2024].
Шопенгауэр А., Искусство побеждать в спорах, (Перевод с немецкого Н. Л. д'Андре 1900), Литера Нова, Харьков, 2018, 11-12, 42-45, 135-137, Глава II уловки, Глава I. Эристика.
Аврелий А., О граде Божьем, Электронная библиотека Гражданская Общество в России, Кн. VI-XI, 120-125, http://www.civisbook.ru/files/File/Avgustin_6-11.pdf [02.12.2024].
Batiashvili I., Mediation – The Often-missed Opportunity!, Law and World, 10(30), 2024, 184–192.
Batiashvili I., International mediation – the often missed opportunity” – World Factoring Yearbook (WFY), BCR Publishing, 2024 Edition.
Guretzki D., The Function of “Mediator” in St. Augustine’s De civitate Dei, Book IX, Hirundo: The McGill Journal of Classical Studies, Vol. I, 2001, 66-67 https://www.mcgill.ca/classics/files/classics/2001-07.PDF [02.12.2024].
Hyman J.M., Love L.P., If Portia Were a Mediator: An Inquiry into Justice in Mediation, Clinical L.Rev., Vol. 9, 2002, 186.
Oberman S., Confidentiality in Mediation: an application of the right to privacy, Ohio State Journal on Dispute Resolution, Vol 27:3, 2012, 550-551.
Resolution CM/ResDH(2016)1, Execution of the decisions of the European Court of Human Rights in Two cases against Georgia.
Velkar A., Markets and measurements in nineteenth-century Britain, Cambridge: Cambridge University Press, 2012, 218–228.
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .