ISSN: 1987-9199
E-ISSN: 2720-7854
ჟურნალი აღიარებს აკადემიური გამოხატვის თავისუფლებას და საგამომცემლო საქმიანობას წარმართავს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის, დამოუკიდებლობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ინტერესთა კონფლიქტის აკრძალვის, კონფიდენციალობის, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის პრინციპთა დაცვით, რეცენზენტთა ორმხრივად ფარული შეფასების წესის უზრუნველყოფით.
სარედაქციო გადაწყვეტილების, მათ შორის, ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების, მიღებისას სარედაქციო საქმიანობაში მონაწილე პირების მხრიდან არსებული ინტერესთა კონფლიქტი გაცხადებულ უნდა იქნეს წინსწრებით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისთანავე.
საგამომცემლო საქმიანობაში მონაწილე პირების მიერ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომის წარდგენის შემთხვევაში, ნაშრომის განხილვისა და გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების პროცესი წარიმართება ამ პირთა მონაწილეობის გარეშე.
საგამომცემლო პროცესში ჩართულმა პირებმა არ უნდა გაამჟღავნონ სარედაქციო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მესამე პირებთან იმ ფარგლებით, რაც აუცილებელია წინამდებარე დებულებით დადგენილი წესებისა და პროცედურის შესაბამისად სარედაქციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
ნაშრომის შეფასების პროცესში რეცენზენტი უფლებამოსილია, ნაშრომთა ფარული შეფასების პრინციპის დაცვით, კითხვებით მიმართოს რედაქტორს/რედაქტორებს, რაც არ მიიჩნევა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა, კომპეტენტურობისა და კონფიდენციალობის პრინციპთა დარღვევად.
საგამომცემლო საქმიანობაში უფლებამოსილ პირთა მონაწილეობა ემყარება კომპეტენტურობის პრინციპს. თუ ცალკეული ნაშრომის სარედაქციო უზრუნველყოფის პროცესში შესაბამისი უფლებამოსილი პირის მხრიდან გამოვლინდება დარგობრივი ან/და დაკისრებული მოვალეობის შესაბამისი სხვა კომპეტენციის ნაკლებობა, აღნიშნულის შესახებ აუცილებელია ერთ-ერთი უფლებამოსილი რედაქტორის დროული ინფორმირება.
საგამომცემლო საქმიანობაში ჩართულ პირებს ეკრძალებათ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომის შინაარსის, კვლევის ან მისი ნაწილის მითვისება, გადამუშავება ან/და პირადი ინტერესებისათვის სხვაგვარი არამართლზომიერი გამოყენება.